English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ მარიამ მაცაბერიძე
შრომის ბაზრის ფუნქციონირების თავისებურებანი Covid-19 პანდემიის პირობებში (იმერეთის რეგიონის მაგალითზე)

რეზიუმე. ოცემული ნაშრომი მიზნად ისახავს  კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გავლენის შესწავლას  სრულიად საქართელოს და იმერეთის რეგიონის შრომის ბაზარზე.  ამ მიზნის  მისაღწევად ჯერ განხორციელდა საქართველოს შრომის ბაზრის კვლევა პანდემიამდე და  Covid-19-ის გამოჩენის შემდეგ, პანდემიის დაძლევის აუცილებლობის პირობებში საქართველოში მიღებული ინსტიტუციური შეზღუდვების ზემოქმედება დასაქმებულთა მდგომარეობაზე და შრომის ბაზრის ფუნქციონირებაზე. 

იმერეთის რეგიონის შრომის ბაზრის შესწავლა განხორციელდა საგრანტო პროექტის "COVID-19 და შრომის ბაზრის თანამედროვე გამოწვევების" ფარგლებში. კვლევა განხორციელდა ანკეტური გამოკითხვის მეთოდით 2021 წლის აგვისტო-ოქტომბრის თვეებში.   გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 252 რესპონდენტმა.

საკვანძო სიტყვები: Covid-19 პანდემია, შრომის ბაზარი, შრომის ბაზრის ინსტიტუტები 

შესავალი

2020 წელი რთული აღმოჩნდა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის და ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა დედამიწის მოსახლეობა. ამის მიზეზი 21-ე საუკუნის „შავი ჭირი“ ანუ ყველასათვის Covid-19-ის სახელით ცნობილი პანდემია გახდა.  

პირველმა ინფორმაციამ პანდემიის შესახებ გაიჟღერა 2019 წლის 31 დეკემბერს, როდესაც ჩინეთმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ამცნო არსებული ვირუსის შესახებ. ვირუსმა სწრაფად მოიკიდა ფეხი მთელ მსოფლიოში და საჭირო გახდა არსებული წესრიგის შეცვლა სხვადასხვა რეგულაციების შემოღებით. საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2020 წლის 27 თებერვალს, რის შემდეგ ქვეყანა Covid-19 მსოფლიო არეალში აღმოჩნდა. 

ახალმა დაავადებამ, ახალმა დღის წესრიგმა და რეგულაციებმა გამოიწვიეს ცვლილებები ადამიანის საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის  შრომის ბაზარზე, რომლის  გამართულ ფუნქციონირებაზე დიდწილად დამოკიდებულია მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შემოსავლების ფორმირდება და რომელიც უშალოდ დაკავშირებულია ქვეყნის მშპ-ს შექმნისთან. 

Covid-19-ის გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა იყო, რადგან დაიხურა ან შეფერხებით მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებები, ბევრი ადამიანი დარჩა სამუშაო ადგილის გარეშე ან მუშაობედნენ არასრული სამუშაო დატვირთვით, რაც ნეგატიურად აისახა მათ შემოსავლებზე და  მაშასადამე, მათ ოჯახების კეთილდღეობაზე. 

Covid-19 ვირუსის გამოჩენიდან ­ორ წელზე მეტი გავიდა და 2022 წლის გაზაფხულიდან დაწყებული პოსტკოვიდური პერიოდი უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში შეზღუდვების გაუქმებას უნდა მოჰყვეს ეკონომიკისა და შრომის ბაზრის დასტაბილურება.

საქართველოს  შრომის ბაზარი 2014-2021 წლებში: ზოგად-სტატისტიკური ანალიზი

შრომის ბაზრის ფუნქციონირება და შრომის მიწოდება-მოთხოვნის თანაფარდობა სენსიტიურია როგორც ეკონომიკური, ასევ არაეკონომიკური ფაქტორების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან შრომის ბაზრის პროგრესს და მოსახლეობის კეთილდღეობას (Arnania&Kepuladze 2018; Bedianashvil  2021; Arnania, Sologashvili, Kepuladze 2021)  და ა.შ. 

2015-2019 წლებში საქართველოში დასაქმებულთა აბსოლუტური რაოდენობა გაიზარდა: თუ 2015 წელს დასაქმებულთა რიცხვი საქართველოში შეადგენდა 626 739 პროცენტს, 2016 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 666 790-მდე ანუ 5,9%-ით. 2017 წელს 2016 წ. წელთან ერთად მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 708 165 კაცამდე, რაც წინა წელთან ერთად 6,2% მეტი იყო, ხოლო 2018 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზარდა 3.8% და მიაღწია 734 215 და 2019 წელს - კვლავ გაიზარდა 3.1%.

მაგრამ Covid-19 პანდემიის გაჩენის გამო,  2020 წლის პირველი კვარტალში დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობამ დაიწყო შემცირება. ამასთან, დასაქმებულების აბსოლუტური რაოდენობის შემცირება ხდება არა მხოლოდ წლის მიხედვით, არამედ ყოველ კვარტალში. მაგალითად, 2020 წლის პირველ კვარტალში  დასაქმებული მოსახლეობის შემცირება შეადგინა 10,6%, მეორე კვარტალში პირველ კვარტაალთან შედარებით დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა კიდევ 8.3%-ით. მესამე კვარტალში დასაქმების სფეროში შეიმჩნეოდა მცირე დადებითი ცვლილება, რომელიც ისევ  საპირისპიროდ შეიცვალა მეოთხე კვარტალში, როცა დასაქმებულ ადამიანთა რიცხოვნობა შემცირდა 3%-ით (კვარტალური ბიულეტენი… 2021). 

შრომის ბაზრის ფუნქციონირება და, პირველ რიგში, დასაქმებულთა წილის გადიდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობაში, დამოკიდებულია იმ ზოგად ეროვნულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე (Bedianashvili 2021, გვ.192), რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო კორონავირუსით გამოწვეულიული ზარალის ამოფხვრისათვის, მ.შ. შრომის ბაზარზე. 

Covid-19 პანდემიის გავრცელება და მის დაძლევაზე მიმართული ინსტიტუციური შეზღუდვები საქართველოში

შრომის ბაზრის წარმატებული ფუნქციონირება დიდწილად დამოკიდებულია შრომის ბაზრის რეგულირებაზე, რაც ხორციელდება განსხვავებული ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუტების მეშვეობით (Arnania-Kepuladze T. 2014, p.  39-40). სწორედ ინსტიტუტები აყალიბებენ იმ „თამაშის წესებს“ (North D. 1990), რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების კოორდინაციას და ამ თვალსაზრისით შეულია ზეგავლენა მოახდინონ შრომის ბაზრის  ფუნქციონირებაზე.  

Covid-19 პანდემიის გავრცელებამ მოითხოვა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ღონისძიებების განხორციელება, რასაც არ შეეძლო გავლენა არ მოეხდინა შრომის ბაზრის ფუნქციონირებაზე.

Covid-19 პანდემიის შესაჩერებლად მიღებული იქნა მნიშვნელოვანი საკარანტინო შეზღუდვები. კერძოდ, იყო შეჩერებული ან/და  საერთოდ  გაჩერებული მთელი რიგი საწარმოებისა და ეკონომიკის დარგების ფუნქციონირება. ეს პირველ რიგში ეხება  სტუმარმოყვარეობისა და ტურისტულ ინდუსტრიას, სარესტორნო და სავაჭრო ბიზნესს, გარკვეულწილად ასევე ეკონომიკის აგრარულ და სამშენებლო   სექტორებს და სხვ.( Арнания-Кепуладзе, Кепуладзе 2020). 

2020 წელს საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც მიმართული იყო პანდემიასთან ბრძოლაზე,  მოიცავდა 4 ძირითად ეტაპს.

პირველი ეტაპი იყო ვირუსის გავრცელების „შეკავება“, რომელიც საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებამდე 1 თვით ადრე დაიწყო და Covid-19-თან ბრძოლის პროცესში გამოიყო 4 პრიორიტეტული მიმართულება, მათ შორის ეკონომიკური, რომელიც გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკის მართვასა და აღდგენას ითვალისწინებდა.

მეორე ეტაპის მიზანი ვირუსის გავრცელების „შენელება“ იყო. 2020 წლის 2-4 მარტს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეჩერდა სწავლის პროცესი, ხოლო კულტურის დაწესებულებებში  შეჩერდა შემოქმედებითი საქმიანობა და გაუქმდა ყველა დაგეგმილი ღონისძიება, აიკრძალა ხალხმრავლობასთან დაკავშირებული ღონისძიებები, 6 მარტიდან იტალიასთან შეწყდა ავიამიმოსვლა, სხვადასხვა სამსახურები გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

მესამე ეტაპი თავის თავში ითვალისწინებდა ვირუსის გავრცელების „მართვას“ - 21 მარტს სრულიად შეწყდა ავიამიმოსვლა, დაწესდა გადაადგილების შეზღუდვები, ეტაპობრივად შეჩერდა სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობა.

მეოთხე ეტაპი კი ითვალისწინბდა დაწესებული შეზღუდვების თანდათანაბით შემსუბუქებას და ადაპტაციას. ამ პერიოდში მოიხსნა გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები, დაშვებულ იქნა ყველა ეკონომიკური საქმიანობა გარდა კვების ობიექტებში მომხმარებლის ადგილზე მომსახურება, სპორტული, გასართობი და კულტურული ღონისძიებების ჩატარება, სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრების ფუნქციონირება და სხვ. (Covid-19-ის წინააღმდეგ... 2021).

2021 წლის I და II კვარტალში გრძელდება შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა.  მაგრამ 2021 წლის III კვარტალში, ეპიდოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ისევ წესდება რეგულაციები და შეზღუდვები. კერძოდ, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები PCR ტესტის გარეშე, იხურება კლუბები, აიკრძალა ხალხმრავლობასთან დაკავშირებული სოციალური ღონისძიებები, საჯარო უწყებები გადავიდნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე,  იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები და ბავშვთა გასართობი ცენტრების ფუნქციონირება და ა.შ.

2021 წლის ოქტომბრის თვიდან გაიხსნა სკოლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, კვების ობიექტები მუშაობას 23:00 საათამდე ახანგრძლივებენ. ხოლო პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა ე.წ. მწვანე პასპორტი, მათთვის ვინც სრულად ვაქცინირებულია.

მთავრობის მიერ შემოღებულმა რეგულაციებმა შეცვალა მოსახლეობის ცხოვრებისა და მუშაობის ჩვეულებრივი რეჟიმი, დასაქმების ფორმა და შრომის სტილი [Арнания-Кепуладзе, Кепуладзе, გვ. 242-243]. სწორედ ზემოთ განხილული რეგულაციების გამკაცრებისა თუ შემსუბუქების ხარჯზე განიცადა ცვლილებები საქართველოში დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობამ. როგორც აღინიშნა, 2020 წლის I კვარტალში  საქართველოში პანდემიის შეკავების მიმართულებით დაიწყო რეგულაციების შემოღება რაც დიდწილად მიზეზი გახდა იმისა, რომ დასაქმებული მოსახლეობის რაოდებონობა 2019 წელთან შედარებით 72 480 კაცით შემცირდა და გახდა 684 372. II კვარტალში შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრების შედეგად აღნიშნული მაჩვენებელი 631 814-მდე დაეცა. III კვარტალში აკრძალვების შემსუბუქება დაეყტო საქართველოს შრომის ბაზარს, რაც გამოიხატა დასაქმების რაოდენობის გაზრდით 645 571-მდე. IV კვარტალში კი მაინც შემცირებას იწყებს დასაქმებული ადამიანების რიცხვი 3 994 ერთეულით. იმისდა მიუხედავად, რომ 2021 წლის I კვარტალში გრძელდება საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდი, დასაქმების რიცხვი მაინც მცირდება 641 577-დან 622 746-მდე. ეს ტენდენცია დიდწილად აიხსნება იმ გარემოებით, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში მოთხოვნა სამუშაო ძალაზე მის მიწოდებაზე დაბალი იყო და ვერ უზრუნველყო დასაქმების მსურველთა სამუშაო ადგილებით დაკმაყოფილება.

რაც შეეხება IV კვარტალს, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა იზრდება და მწვანე პასპორტების გაცემაც დაწყებული იყო და საბოლოოდ მივედით შეზღუდვების თითქმის სრულიად მოხსნაზე, საწინდარი დაედო შრომის ბაზარზე დადებითი ცვლილებების განხორციელებას.

იმერეთის რეგიონის შრომის ბაზარი და Covd-19 პანდემია კვლევის მეთოდოლოგია.

კვლევის მიზანია იმერეთის რეგიონის შრომის ბაზრის თავისებურებების შესწავლა. მოცემული კვლევა ეფუძნება ახალი კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული საქართველოს შრომის ბაზარზე მომხდარი ცვლილებებისა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ანტიპანდემიური ინსტიტუციური ღონისძიებების ანალიზის საფუძველზე.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის აგვისტო-ოქტომბრის თვეებში ანკეტური გამოკითხვის მეთოდით. კვლევაში მონაწილე რესპონდენტები იყვნენ შერჩეული შემთვევითი შერჩევის წესით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 252 რესპონდენტმა, რომელთა შორის 177 ანუ 70,3%  იყო ქალი და 75 ანუ 29,7%  იყო  მამაკაცი. გამოკითხულთა უმრავლესოვა ანუ 59,5% იყო 18-დან 30 წლამდე %) და 31-დან 40 წმდე  (19,4%) - ასაკობრიც ჯგუფს მიეკუთვნება. გამოკითხულ რესპონდენტთა 50% იყო დაოჯახებული.

კვლევის შედეგები და დისკუსია

იმერეთის, ისევე როგორც ზოგადად საქართველოს, შრომის ბაზარმა Covd-19პანდემიის გავლენით გარკვეული ცვლილებები განიცადა.

კვლევამ დაადგინა, რომ Covd-19 პირობებში შრომითი ანაზღაურება რჩებოდა ძირითად შემოსავლების წყაროდ (ნახაზი 1):

ნახაზი 1. რა არის ოჯახის ძირითადი შემოსავალი Covid-19 პანდემიის პერიოდში

 

როგორც გამოკითხვამ აჩვენა, ოჯახების 73,4%-ის ძირითადი შემოსავლები ხელფასებიდან გენერირდება, ხოლო 13,5%-ის შემთხვევაში საზღვარგარეთიდან მიღებული გზავნილები წარმოადგენ მათი შემოსავლის ძირითად წყაროს. რაც შეეხება სოციალურ დახმარებებს, პენსიასა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვით მიღებულ შემოსავლებს არც თუ ისე დიდი ოდენიბის ოჯახებისთვისაა შემოსავლის ძირითადი წყარო. სამივეს შეჯამებით ოჯახების მხოლოდ 13,1%-თვის წარმოადგენენ ისინი ძირითადი შემოსავლის წყაროებს.

როგორც კვლევამ აჩვენა, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ რესპონდენტთა 13,5%-მა დაკარგა სამუშაო ადგილები Covid-19-ის გამო, ხოლო გამოკითხულთა 86,5%-მა შეინარჩუნა თავისი სამუშაო ადგილები (ნახაზი 2):

ნახაზი 2. დაკარგეთ თუ არა სამუშაო ადგილი Covid-19-ის გამო

 

კოვიდის პერიოდში რესპოდენტთა 57,9%-ის ყოველთვიური შემოსავალი არ შეცვლილა. 23,8%-ის შემოსავლები შემცირებულია 50%-მდე, 11,5%-ისა კი 50%-ზე მეტად. მიუხედავად იმისა, რომ Covid პანდემიან ზოგადად მატერიალურად დააზარალა მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, ვენმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 6,8% შემოსავალი 50%-მდე ან მეტად გაეზარდათ (ნახაზი 3):

ნახაზი 3. როგორ შეიცვალა ყოველთვიური შემოსავალი Covid პანდემიის გამო

 

ცნობილია, საქართველოს შრომის კიდექსის 48-ე მუხლის მიხედვით დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების 67-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას[1] იგი ვალდებულია დასაქმებული  არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, ან დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებული არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით (საქართველოს შრომის კოდექსი...2010). რამდენად დაიცვა დამსაქმებელმა ეს რეგულაციები  Covid-19 პანდემიის დროს?

ნახაზი 4. სამსახურიდან გაგათავისუფლებისას თუ დაიცვა დამსაქმებელმა ანონით გათვალისწინებული პროცედურები (კითხვა დატოვეთ უპასუხოდ თუ არ ხართ გათავისუფლებული)

 

იმერეთის რეგიონში ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ გამოკითხვაში მონაწილე და სამსახურიდან გათავისუფლებული პირების 1/3 ნაწილი დამსაქმებელმა დათხოვნამდე გააფრთხილა, თუმცა მათ კომპენსაცია არ მიუღიათ. 22,2%-მა მიიღო გაფრთხილებაც და კომპენსაციასც. 42,6% როგოგორც გაფრთხილების, ასევე კომპენსაციის გარეშე დარჩა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში დამსაქმებლების მხრიდან ეთიკურ-სამართლებრივი ნორმების დაცვის ხარვეზებთან გვაქვს საქმე.

Covid-19 პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანები დახმარებას იღებდნენ სხვადასხვა წყაროებიდან (ნახაზი 6):

ნახაზი 5. სახელმწიფოს გარდა კიდევ ვისგან მიიღეთ ან იღებთ დახმარებას

  

კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული პირების 69,8% დახმარებას არი იღებს. 17,1%-ს ეხმარება საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრები, ხოლო 0,8%-ს მეგობრები ეხმარებიან. დარჩენილი 8,3% კი სხვა წყაროებიდან იღებს დახმარებას.

Covid-19 პანდემიის პერიოდში ბევრ დაწესებულებაში დისტანციურად მუშაობის კულტურა დამკვიდრდა. ჩემი კვლევის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენს ის ფაქტი, თუ რამდენად მოსახერხებელი იყო, ან პირიკით მოუხერხებელი სახლიდან მუშაობა (ნახაზი 6).

ნახაზი 6. რამდენად მოსახერხებელი იყო თქვენთვის დინსტანციურად მუშაობა

 

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ რესპოდენტების 43,7% დისტანციურად არ მუშაობდა. 22,6%-ისთვის დისტანციური მუშაობის რეჟიმი ძალიან მოსახერხებელი იყო, ხოლო 26,2%-თვის ნაკლებად მისაღები. ამასთან რესპოდენტების 7,5%-მა აღნიშნა, რომ  დისტანციური მუშაობასთან დაკავშირებით მათ ბევრი პრობლემები შეექმნა.

Covid-19-ის პირობებში როგორი იყო თანაფარდობა შრომითი დატვირთვისა და შემოსავლებს შორის? (ნახაზი 7).

ნახაზი 7. თანაფარდობა შრომითი დატვირთვისა და შემოსავლებს შორის

 

კვლევამ აჩვენა, რომ პამდემიის შედეგად იმერეთის რეგიონში გამოკითხული  დასაქმებული ადამიანების 31,7%-თვის შრომითი დატვირთვა და შემოსავალი უცვლელი დარჩა. 30,6%-თვის დატვირთვა გაიზრდა, ხოლო ხელფასები იგივე დარჩა. 21,4%-ის შემთხვევაში შრომითი დატვირთვა და შემოსავალიც შემცირდა. 6,8%-ს შრომიკთი დატვირთვა და შესაბამისად შემოსავალიც გაეზარდა. ხოლო 9,5%-თვის პანდემიის გამო დისტანციური მუშაობა ახალი შესძლებლობა გახდა დამატებითი, შეთავსებითი სამუშაოს  შესასრულებლად და შესაბამისად დამატებითი შემოსავლის მიღების პირობა გახდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში თითქმის ყველა ადამიანმა გადაიტანა Covid-19 ან დაავადებულთან კონტაქტის გამო მოუწია იზოლაციაში ყოფნა. შესაბამისად, მათ ამ პერიოდში შესაძლებლობა არ ქონდათ შეესრულებინათ სამსახურიდან დაკისრებული მოვალეობები. ნახაზი 15 გვიჩვენებს თუ როგორი რეაგირება ქონდა ამ შემთხვევაში დამსაქმებელს - რამდენად ანაზღაურებულია მის მიერ ინფიცირების ან იზოლაციის პერიოდში გაცდენილი სამუშაო დრო (ნახაზი 8).

ნახაზი 8. თუ აანაზღაურეს  დამსაქმებლებმა ინფიცირებისა და იზოლაციაში ყოფნის გამო დაცდენილი სამუშაო დრო

კვლევამ დაადგინა, რომ იზოლაციაში მყოფი პირების 15,1%-მა სახლიდან დისტანციურად შეძლო მუსაობა, შესაბამისად მათ მიერ გაცდელილი სამუშაო დროის ანაზღაურების პრობლემა მათ წინაშე არ დამდგარა. იმერეთში გამოკითხული რესპოდენტების 19%-ს არ აუნაზღაურდა გაცდენილი სამუშაო საათები, ხოლო 20,2%-მა სრულიად მიიღო ხელფასი. რაც შეეხება 42,5%-ს, ისინი ინფიცირებული არ ყოფილან.

დასკვნა

შრომის ბაზრის ცვლიელებები გამოწვეულია როგორც შინაგანი ასევე გარეგანი ფაქტორებისაგან. საქართველოში შრომის ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების პროცესზე განსაკუთრებით ზეგავლენა მოახდინა ქვეყანაში არსებულმა Covid-19 პანდემიამ. ვირუსისგან საზოგადოების დასაცავად საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებულმა რეგულაციებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ეკონომიკური საქმიანობა და ნეგატიურად აისახა საქართველოს შრომის ბაზარზე. Covid-19 პანდემიით გამოწვეულმა ცვლილებებმა სხვადასხვაგვარი გავლენა მოახდინა შრომის ბაზრის მონაწილეებზე. დღეისათვის პანდემია თითქმის დასრულებულია, რაც დადებითად უნდა აისახოს საქართველოს შრომის ბაზარზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრიზისები მუდამ ხდება და იმისათვის, რომ შრომის ბაზრის მონაწილეების და ზოგადად მოქალაქეების მდგომარეობა კიდევ უფრო არ გართულდეს აუცილებებლია დავიცვათ კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმები და გავითვალიწინოთ ის გამოცდილება, რომელიც მსოფლიომ Covid-19 პანდემიის დროს შეიძინა.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. აბესაძე რ. 2020. გლობალიზაცია და პანდემიის ეკონომიკური შედეგები. ჟ.: „ეკონომისტი. № 5.
  2. კვარტალური ბიულეტენი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, თბილისი, 2021. https://www.geostat.ge/media/40147/ QuarterlyBull_2021_II_Geo.pdf  
  3. საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული: 2020 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.– თბილისი, 2021.  
  4. საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს პარლამენტი, 2010. https://matsne.gov.ge/ka/ document/view/1155567?publication=21
  5. Covid-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიში. საქართველოს მთავრობა, chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://www.gov.ge/files/76338_76338_444796_COVID-19angarishi...pdf
  6. Covid-19: სიახლეები საქართველოდან, თბილისი, 2022. https://civil.ge/ka/archives/342458
  7. Arnania-Kepuladze T. (2014). Institutions: Uncertainty in Definition of the Term. A Brief Look at the history: 1890-1930, Quarterly Journal of Economics Policy 9, no. 4. Pp. 79-102. 
  8. Arnania-Kepuladze Tamila, Kepuladze Giorgi (2020). Labour Migration and Effects of The Covid-19 Pandemic (on The Context Of Georgia), Научные Труды Северо-западного Института Управления РАНХИГС, Vol. 11, No. 4(46), pp.6-16 https://www.elibrary.ru/ item.asp?id=44871505  
  9. Arnania-Kepuladze Tamila, Kepuladze Giorgi (2018), Проблема бедности:  альтернативные взгляды на ее устойчивость, World  Science Vol.4, №5(33),  May 2018,  Warsaw, Poland, ISSN 2413-1032,. 10-17. https://www.elibrary.ru/item.asp?id=34924675 
  10. Arnania-Kepuladze Tamila, Dali Sologashvili, Giorgi Kepuladze (2021). Labor Market: Covid-19 Pandemic and Working Poverty. FBIM Transactions. Vol. 9 No. 2 pp. 1-10, DOI 10.12709/fbim.09.09.02.01    
  11. Arnania-Kepuladze Tamila, Рынок труда как система формальных и неформальных институтов, World Science, 6(34), Vol.3, June 2018, ISSN 2413-1032, Warsaw, Poland, pp. 38-43.  DOI: 10.31435/rsglobal_ws/12062018/5868
  12. Bedianashvil, Givi  (2021). Macroeconomic and Cultural Determinants of the COVID-19 Pandemic Crisis, Bulletin Of The Georgian National Academy Of Sciences, vol. 15, no. 2, გვ. 191-197.  
  13. Marx I., Vandenbroucke P., Verbist G.(2020), Can Higher Employment Levels Bring Down Relative Income Poverty in the EU? Regression-Based Simulations of the Europe 2020 Target. Journal of European Social Policy, 22(5), 472–486. http://dx.doi.org/10.1177/0958928712456577 
  14. North D. C. (1990). Institutions, Institutional Change and Economic Performance. Cambridge: Cambridge University Press.
  15. Scheve K, Stasavage D. (2008). Institutions, partisanship, and inequality in the long run. World Politics. 61(2):215–253. DOI: 10.1017/S0043887109000094.
  16. Арнания-Кепуладзе Тамила, Кепуладзе Георгий (2020). Модели человека и особенности поведения в условиях COVID пандемии. Международная научно-практическая конференция «Философия и экономика в эпоху цифровой трансформации», Белорусский государственный экономический университет, c.239-244. http://edoc.bseu.by:8080/bitstream/edoc/85743/1/Arnaniya_Kepuladze_239_243.pdf . 


[1] რაშიც იგულისხმება ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას; დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასარულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობა; თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული − ხანგრძლივი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება; ან სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.